კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 4 Leopard 2-ის ტანკს გადასცემს.
მინისტრის თქმით, ეს ტექნიკა უკრაინელ სამხედროებს ტაქტიკურ უპირატესობას მოუტანს და უკრაინა საკუთარი ტერიტორიის კიდევ უფრო დიდი ნაწილის დაბრუნებას შეძლებს.
ანანდის თქმით, ტანკები მომდევნო კვირაში გაიგზავნება და კანადის შეიარაღებული ძალების წევრები ჩავლენ უკრაინაში, რათა სამხედროები ამ შეიარაღების მართვის შესახებ წვრთნები ჩაუტარონ.
კანადის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, მომავალში უკრაინას დამატებით გადასცენ ტანკები.
„ტანკები არაა მარტივი შესანახი, მაგრამ მათი შენარჩუნება უკრაინის საბოლოო წარმატებისა და გამარჯვებისთვის აუცილებელია“ - განაცხადა ანანდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანადა სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის გერმანიასთან, ფინეთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან და ნიდერლანდებთან ერთად განიხილავს, როგორ უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი დახმარება.