logo
ENG



კანდელაკი: საქართველოში რუსეთის დელეგაციის შემოშვება მიზანშეწონილი არ არის

29 იან 202009:07
3 წუთის საკითხავი
 

ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის დელეგაცია უნდა შემოუშვან, ევროსაბჭოს ქართულ დელეგაციაში კრიტიკა მოჰყვა.

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ეს საკითხი არც დეპუტატების და არც პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის. 

"ეს საკითხი გახლავს საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ასევე ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობა. სწორედ ამ ორი მხარის მოლაპარაკების საფუძველზე გაირკვევა როგორ შედგება მონაწილეთა სია და განისაზღვრება დღის წესრიგი", - ამბობს დეპუტატი. 

"ევროპილი საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა მიზანშეწონილი არ არის. 

"დისკრეცია მთავრობას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიდან გამონაკლისი დაუშვას, აქვს. შეუძლია ნებისმიერი პირი შემოუშვას საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც დარღვეული ჰქონდეს კანონი. სხვა საქმეა მიზანშეწონილობა კონკრეტულ მომენტში, როცა ოკუპაციის თემა უარესდება",-აცხადებს კანდელაკი. 

მოლაპრაკებებს სტრასბურგში აგრძელებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლის თქმითაც დღეს დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მათ შორის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი. 

"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან და ვისაუბრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციები, ასევე როგორ შეიძლება გაძლიერდეს ჩვენი თანამშრომლობა. ასევე განიხილება მნიშვნლოვანი საკითხი სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევები და მისი გავლენები",-აცხადებს ლომჯარია. 

 


close დახურვა