logo
ENG



კანდელაკი - ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი გამაოგნებელია

19 თებ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

კანდელაკი ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის უშიშროების სამსახურის დანაყოფები მონაწილეობდნენ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსოფლი მედიის მხრიდან საქმის მიმართ მაღალი ინტერესის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გამაოგნებელია.

„გუშინ გამოქვეყნდა მორიგი გამოძიება ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული, რომლის თანახმადაც, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთის უშიშროების სამსახურის რამდენიმე დანაყოფი. ხანგოშვილის მკვლელობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გერმანია-რუსეთსა და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, ყველაზე აქტუალური თემაა დასავლურ პრესაში. ამ ფონზე, სრულიად გამაოგნებელია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სამშობლოს, საქართველოს მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობაზე ამ ხნის განმავლობაში აბსოლუტურად არაფერს არ ამბობს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ინსაიდერის, შპიგელის და ბელინგ-კეტის ჟურნალისტებმა გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილების "ვიმპელის" ორგანიზებულია. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ დაქირავებულ მკვლელს, ვადიმ სოკოლოვს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა "ვიმპელის"  მაღალჩინოსნებთან. ბოლო წვრთნა კი საიდუმლო ბაზაზე 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში გაიარა.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანიის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოკოლოვი, იგივე ვადიმ კრსიკოვი მალევე დააკავა და მკვლელობის ორგანიზებაში რუსეთის სპეცსამსახური დაადანაშაულა. 


close დახურვა