კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული კინომარათონის ორგანიზატორებმა 2 000-ზე მეტი წარდგენილი ფილმიდან მხოლოდ 56 შეარჩიეს. მათ შორისაა სტივ მაქქუინის ორი ნამუშევარი, ვეს ანდერსონის „ფრანგული დეპეშა“ და პიტ დოქტერის „სული“. ვეს ანდერსონის სურათში მთავარ როლებს ბენისიო დელ ტორო, ედრიან ბროუდი და ტილდა სვინტონი ასრულებენ.
კანის რიგით 73-ე კინოფესტივალი ტრადიციულად მაისის შუა რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალი წლისთვის გადაიდო. ფესტივალის ახალი პროგრამა ხელმძღვანელობამ ონლაინ კონფერენციაზე წარადგინა.