logo
ENG



კანონპროექტის დასარეგისტრირებლად, ხუნდაძე ხმების შეგროვებას იწყებს

20 ნოე 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
lepd1bdq0i3spht.jpg

 

სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატორი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, დღეს კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრას სულ 5 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მხარს 10 დეპუტატი უჭერს, მათ შორისაა კობა ლურსმანაშვილი, კახა ოქრიაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, საზოგადოებისთვის მიცემულ დაპირების შესრულებას დღეიდან შეუდგებიან.

„დავპირდით საზოგადოებას, რომ უმოკლეს ვადებში წარვადგენდით ინიცირებულ პროექტს. დღეს საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარესთან გვექნება შეხვედრა, მას ვთხოვთ წარმოებაში მიიღოს ინიციატივა და მოგვცეს ბიულეტენები რათა გავიდეთ რეგიონებში,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი კი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ინიციატივას, მხარს რამდენი დეპუტატი დაუჭერს.

ის იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ.

ცნობისთვის, კანონპროექტის დარეგისტრირებას დეპუტატების მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, მათ 200 000 ხელმოწერის შეგროვება მოუწევთ.

 


close დახურვა