logo
ENG



კარანტინის გამკაცრების ხარისხი დამოკიდებულია რეგიონში არსებულ სიტუაციაზე - ირაკლი ჩიქოვანი

08 აპრ 202013:40
3 წუთის საკითხავი
clock 271

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ მკაცრი კარანტინის სხვა რეგიონებშიც გამოცხადებას. ჩიქოვანის განცხადებით, კარანტინი გამოცხადდება იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში.

„ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რაც არსებობს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების ხარისხი დაეყრდნობა იმ მონაცემებს, რა მონაცემებიც გვექნება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მკაცრი კარანტინი მხოლოდ მარნეულსა და ბოლნისშია გამოცხადებული.


close დახურვა