რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
კარასინი საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალურ თანხმობას ითხოვს იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არის, რუსეთის წარმომადგენლებს ლაბორატორიაში შესვლის უფლება დართოს.
„სახელმწიფოებს შორის ყოველთვის არსებობს ოფიციალური მიმოწერა სიტყვიერი ნოტის გზავნილის ან მიმართვის სახით, რომლებიც ფორმულირებულია ოფიციალური დოკუმენტებში და ერთი ქვეყანა გადასცემს მეორეს იმ გათვლით, რომ რაღაც სახის რეაქცია იქნება. თუმცა, ჩვენს ბოლო მიმართვაზე ამგვარი რეაქცია არ მიგვიღია“, - აცხადებს კარასინი.
ამ დროისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და მისცემს თ არა რუსეთის წარმომადგენლებს ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერების საშუალებას დამოუკიდებლად ან საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, თუმცა კარასინმა აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძესთან მორიგ შეხვედრაზე ამ საკითხს დააყენებს.