logo
ENG



კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემაზე: საუკეთესო გზა ყველასთვის საჭირო კომპრომისების მოძიებაა

06 დეკ 201912:23
3 წუთის საკითხავი
 
mvdrb2zh5rm7btp.jpg

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ინიციატივა შეაფასეს და განაცხადეს, რომ არსებულ ვითარებაში „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო თემაზე კომპრომისი უნდა მოიძებნოს.

როგორც საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მახლიმ განაცხადა, დიპლომატიური კორპუსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს.

„ძალიან კარგია, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დისკუსია დაიწყო. როდესაც რთული საკითხები ჩნდება, საჭიროა ერთმანეთთან ლაპარაკი. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რაც ახლა ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა მახლიმ.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში საუკეთესო გზა კომპრომისის გამონახვაა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორი იდეებიც არ უნდა იყოს წამოყენებული არსებულ ვითარებაში, მას აქვს მიზანი გადოს ხიდი კომპრომის მოსაძებნად. ჩვენ შევაფასებთ ყველა ინიციატივას და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გზა ყველასთვის საჭირო კომპრომისების მოძიებაა“, - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჯგუფის მიზანი 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ხუნდაძის ინიციატივა ინიციატივად დარჩება.

ამავდროულად ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ და ხელისუფლებას თხოვენ შეასრულონ დაპირება და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართოს.


close დახურვა