logo
ENG



კარპენტერი წერილზე: ეს გაფრთხილებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს

23 იან 202008:01
3 წუთის საკითხავი
 

"გაფრთხილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს", - ასე აფასებს ოთხი გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში და ბაიდენის ცენტრის მოქმედი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი.

"საქართველოს ხელისუფლებამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, რომელიც ნეგატიურ ტენდენციებს ეხება: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ძალაუფლების კონცენტრაციას. ეს გზავნილი საქართველოს მეგობრებისგან მოდის", - წერს სოციალურ ქსელში მაიკლ კარპენტერი

შეგახსენებთ, რომ 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა. წერილში კონგრესმენები საქართველოში სექმნილი ვითარებით სეშფოთებულები არიან. 


close დახურვა