კასპში ერთი ადამიანი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელოსანმა დამკვეთს და მის მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
კაცი დაიღუპა, მისი მეგობარი კი დაჭრა.
კონფლიქტის მიზეზი უცნობია.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით, 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა)