კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი იტალიურმა სასამართლომ გაათავისუფლა - ამის შესახებ BBC-ის პუჩდემონის ადვოკატმა განუცხადა.
კარლეს პუჩდემონი იტალიაში დარჩება მანამ, სანამ მისი ესპანეთში ექსტრადაციის საკითხი განიხილება.
კატალონიის ყოფილი ლიდერი იტალიაში ხუთშაბათს დააპატიმრეს - საფუძველი ესპანეთის მიერ გაცემული ორდერი გახდა.
კარლეს პუჩდემონს ესპანეთი 2017 წელს კატალონიაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის მოწყობაში ადანაშაულებს.