ზაპოროჟიეს სადგურის ირგვლივ უსაფრთხოების სივრცე სასიცოცხლოდ აუცილებელია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მრავალგვერდიანი ანგარიში. ინსპექტორები სადგურის გარშემო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ, რადგან მათი შეფასებით, ის ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ქმნის. დასკვნას მისიის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი გაეროს უშიშროების საბჭოსაც გააცნობს. სხდომა, რომელიც სამ საათზე ნაკლებ დროში დაიწყება, სწორედ ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ ვითარებას მიეძღვნება.