logo
ENG



კახა კალაძე: პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს

22 იან 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

"პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადა. მისი თქმით, არსებული სივრცე დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ საუყოვნებლივ საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას. 

"არსებული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მინდა ჩემს მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მოწესრიგებაც. ჩვენ პროექტი გასული წელს შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე თბილისში", - აღნიშნა კალაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეს მწვანე კონსტრუქციით შემოღობეს.


close დახურვა