logo
ENG



კახა კალაძე: ახალი ავტობუსები ისე შემოვა, რომ ტარიფები არ გაიზრდება

11 დეკ 201912:07
3 წუთის საკითხავი
 
4q1uwnh0v06nio9.jpg

დედაქალაქის მერია თბილისის მიკროავტობუსებთან ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებაზე შეთანხმდა. კახა კალაძის თქმით, ცვლილება ისე განხორციელდება, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება.

"სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მგზავრობა და გამონაბოლქვი. შესაბამისად მივადეგით საკითხს მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება და განახლება. კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ ახალი ავტობუსები შემოვიდეს ისე, რომ ტარიფები არ გაიზარდოს",-აღნიშნა კალაძემ.

საკითხზე უფრო დეტალურად ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა,  თბილისის მერია და კომპანია მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ერთობლივად დაიწყებს; გაფორმდება  შესაბამისი მემორანდუმიც.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდოგმაროება მძიმეა, ჩვენი კონცეფცია არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას, რადგან ის წინააღმდეგობაშია ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკასთან. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეულ მიკროავტობუსზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი შეისყიდის. მომდევნო პერიოდში კი მოვახერხებთ იმასაც, რომ კომპანია დანარჩენ ავტოპარკის ჩაანაცვლებს და მერიის მიერ შესყიდულ მიკროავტობუსებსაც გამოისყიდის",-განმარტა ირაკლი ხმალაძემ. 

აღსანიშნავია, რომ შეიცვალა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. აღნიშნულ პოზიციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანი წარადგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 


close დახურვა