თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისობის დღესასწაული გადაიდება. კალაძე ღონისძიებების გადადების მიზეზად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს.
მისივე განცხადებით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაიგეგმება რამდენიმე კონცერტი, რომლის ნახვის საშუალებაც საზოგადოებას ტელევიზიის საშუალებით ექნება.
"თბილისობა ზოგადად იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას. არსებული რეალობიდან გამომდინარე მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული, ჩვენ კულტურის სამასახურთან ექნება მუშაობა, რათა დაიგეგმოს მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა და ადამიანებს ექნებათ საშუალება ტელევიზიით იხილოს ის კონცერტები, რომლებსაც დავგეგმავთ", - განაცხადა კახა კალაძემ.