logo
ENG



კახა კალაძე: პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება როდესაც საუბრობს ჯარზე

11 დეკ 201917:38
3 წუთის საკითხავი
 
ezctrzihoxq3wf0.jpg

„პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება როდესაც საუბრობს ჯარზე,“ - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების საპასუხოდ აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველოს ჰყავს ღირსეული ჯარისკაცები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი.

„პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება როდესაც საუბრობს ჯარზე. მითუმეტეს ის გახლავთ მთავარსარდალი. ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს ღირსეული ჯარისკაცები და ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს იარაღი და არც პოტენციალი გააჩნია.


close დახურვა