კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილე იქნება კახა სიხარულიძე, რომელიც კულტურის სამინისტროს საერთაშორისო საკითხებზე იმუშავებს.
გარდა ამისა, წულუკიანის განცხადებით, მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე. გიორგაძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა და ის კულტურის სამინისტროში საქმიანობას 1 აპრილიდან შეუდგება. თეა წულუკიანის თქმით, გიორგაძე ახალგაზრდობის საკითხებს უხელმძღვანელებს და ამავდროულად, სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.
თეა წულუკიანის მესამე მოადგილე კი იოსებ ბაღათურია იქნება, რომელიც მინისტრის თქმით, საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნას ჩაუდგება სათავეში.