![v03vvy3umxi2k9v.jpg](/uploads_script3/news/v03vvy3umxi2k9v.jpg)
თბილისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.