logo

კახეთის გზატკეცილზე სამშენებლო მასალების კომპანიაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

clock 4 clock 469 clock 13 ოქტ 202014:16

კახეთის გზატკეცილზე მდებარე სამშენებლო მასალების კომპანიაში სპეცდანიშნულების სამსახურია შესული. გადაკეტილია პერიმეტრი და ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

კომპანიის დამფუძნებელი და იურისტი შენობიდან გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ. ადგილზე იმყოფებიან კომპანიის სხვა თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ყოველივე წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, რადგან სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანია არ არის ქართული ოცნების შემომწირველი კომპანია.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, ფორმულას ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროდან არიან, ისინი გარკვეული ფინანსური დოკუმენტების ამოღებას ცდილობენ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე არავინ არ დაკავშირებიათ და პრობლემა არც ექნებოდათ საბუთების მიწოდებასთან დაკავშირებით:

"პროკურატურა ფინანსურ სპეცრაზმთან შემოვარდა დილის 9 საათზე. იზოლაციაში ჰყავთ კომპანია, იღებენ დოკუმენტაციას, რომელსაც არ სჭირდებოდა ამხელა კლოუნადა, რადგან რომ მოემართათ დოკუმენტაციას არავინ არ დაუმალავდა. ეს არის ყაჩაღობა და იმ ბიზნესზე ზეწოლა, რომელიც არ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას. ავალდებულებენ საქართველოში ყველა ბიზნესს, რომ შემოწირულობა გაუკეთოს ოცნებას, ან შავი ფული მისცეს, ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღეს და აქედან გამომდინარე აკეთებენ ასეთ მასკაშოუებს", - აცხადებს კომპანიის ერთერთი თანამშრომელი. 

დაკავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ფინანსთა სამინისტროს, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა