კახეთში, ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.