logo
ENG



კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

22 ივნ 202020:57
3 წუთის საკითხავი
 
uza30168n5dtnif.jpg

კახეთში, ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ფორმულას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა