logo
ENG



კახეთში მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს

23 მაი 202010:29
3 წუთის საკითხავი
 
m22shcjtzm788fx.png

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა 1975 წელს დაბადებულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა