logo
ENG



კახეთში მომხდარმა ავარიამ 16 წლის მოზარდი იმსხვერპლა

20 ნოე 201914:30
3 წუთის საკითხავი
 
xx9w8rup9a0stwa.jpg

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მინდინარეობს, რაც "ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".

 

 


close დახურვა