თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს ამ დრომდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. რა გახდა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი უცნობია.
საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.