logo
ENG



კახეთში 44 წლის კაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

27 ოქტ 201913:34
3 წუთის საკითხავი
 
mh97wz5gcbzoith.jpg

მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას - 1975 წელს დაბადებული მამა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

პოლიციამ არასრულწლოვნის მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა