კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალუ ტურძელაძემ ფორმულანიუსს უთხრა, რომ მსახიობი საავადმყოფოდან გუშინ, 14 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გაეწერა.
"მისი მდგომარეობა სტაბილურია, არის სახლში". - თქვა მან.
კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.