logo
ENG



კელი: შემაშფოთებელია, რომ დინამიკა "ოცნებასა" და ენმ-ს შორის დაპირისპირებამდე დადის

29 ნოე 202121:38
3 წუთის საკითხავი
 
კელი: შემაშფოთებელია, რომ დინამიკა "ოცნებასა" და ენმ-ს შორის დაპირისპირებამდე დადის

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება. 

იან კელის თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებამდე დადის და ქვეყნის პრობლემებზე არ ვრცელდება. ყოფილი ელჩის შეფასებით. ეს შემაშფოთებელია. 

"პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებამდე დადის და არ აკეთებს ფართო აქცენტს, რა პრობლემებიც აქვს ქვეყანას. ეს ყველაფერი არ აკეთებს აქცენტს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ სამომავლოდ გაძლიერდეს დემოკრატია.

მე ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია. ერთი მხრივ, მოხარული ვარ, რომ ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა და გამოვიდა სიტყვით სასამართლოში, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია, რომ მთელი ყურადღება, მთელი აქცენტი გადადის ამ ვიწრო თემატიკაზე, ვიწრო საკითხზე, დრამატულ პოლიტიკურ არენაზე. გულახდილად რომ გითხრათ, მთელი ეს სასამართლო პროცესი არც ისე პროდუქტიულია". - თქვა იან კელიმ ფორმულას ეთერში. 


close დახურვა