logo
ENG



კვების ობიექტებში სტუმრებზე რაოდენობრივი შეზღუდვა გაუქმდა

22 მარ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
კვების ობიექტებში სტუმრებზე რაოდენობრივი შეზღუდვა გაუქმდა

საკოორდინაციო საბჭოს 22 მარტის გადაწყვეტილებით, დახურულ კვების ობიექტებში სტუმრებზე რაოდენობრივი შეზღუდვა გაუქმდა. მსგავსი შეზღუდვა მოხსნეს ასევე სპორტულ სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე. 

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა შეზღუდვა, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება. 

 


close დახურვა