ხელისუფლება საგარეო კურსის შეცვლას ცდილობს. ამის კიდევ ერთი დასტური მოსახლეობისთვის მთავარი რუსული გზავნილის ღიად და დაუფარავად თქმაა. პროპაგანდისტული არხის საშუალებით, საქართველოს ომში ჩათრევის მსურველად და ნომერ პირველ საგარეო მტრად ამერიკის შეერთებული შტატები გამოცხადდა. ოლიგარქის პროპაგანდა პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთი ქვეყნის ომში ჩაბმას ცდილობს, საქართველოს ღირსებას ულახავს.