logo
ENG



კვლევები ადასტურებს, რომ საზოგადოებამ იცის რა არის პროპორციული სიტემა - გიორგი ვაშაძე

25 ნოე 201913:12
3 წუთის საკითხავი
 
os28jji1jypw549.jpg

„ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „იფსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საზოგადოებამ მშვენივრად იცის რა არის პროპორციული სიტემა, ხელისუფლებამ კი იცის, რომ ამ სისტემით წააგებს.

„ეს არის პასუხები კალაძეებს და მისთანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხალხს არ ესმის. თვითონაც კარგად იციან, რომ ხალხს ყველაფერი ესმის“, - აცხადებს ვაშაძე.

„ევროპელი დემოკრატების“ წევრი პაატა დავითაია კი აღნიშნავს, რომ კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლებაში ოპოზიციური სპექტრი უფრო მეტია.

„მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას, მთელი ეს მიმართულება აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ოპოზიციური სპექტრია. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ პროპორციული სისტემით ხელისუფლების დათმობა მოუწევს, ამიტომაც მიდიან ასეთ მანიპულაციებზე“, - აღნიშნა დავითაიამ.

 


close დახურვა