logo
ENG



კვლევები - ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგებში სულ მცირე 7%-ით უსწრებს

13 სექ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

კვლევითი ორგანიზაციების მონაცემების თანახმად, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სულ მცირე 7%-ით უსწრებს. 

​მონმუსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 44%-ის მხარდაჭერა აქვს. ჯო ბაიდენს კი 51% უჭერს მხარს. 
"ეკონომისტისა" და "იუ გოვის" კვლევებში განსხვავება ბაიდენსა და ტრამპს შორის 9%-ს შეადგენს. კერძოდ, ტრამპი - 43%, ბაიდენი - 52%. 

როიტერის მიერ მომზადებულ კვლევებში ბაიდენის სასარგებლოდ სხვაობა კიდევ უფრო დიდია - 12%. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 52% აქვს, დონალდ ტრამპს კი 40%.

რაც შეეხება СNN, მედიის ბოლო კვლევაში განსხვავება კანდიდატებს შორის 8%-ია, ისევ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ. 

2020 წლის არჩევნებზე, ამერიკელების აზრით, როგორც როიტერის კვლევებში ვკითხულობთ, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, ეკონომიკა, უმუშევრობა და ჯანდაცვაა. გამოკითხულთა საერთო რაოდენობა მათ უფრო ხშირად ასახელებს, ვიდრე ტერორიზმის პრობლემას და ომებს. 


close დახურვა