logo
ENG



კიევის ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

11 ნოე 202215:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/cea6bsf8kmkks5u.jpg

კიევში რუსულ ენას სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან ამოიღებენ.

გადაწყვეტილება უკრაინის დედაქალაქის საკრებულომ მიიღო. ბაღებსა და სკოლებში რუსული ენის აკრძალვას 64 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც კიევის საკრებულოს დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელმა, ვადიმ ვასილჩუკმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა მართებული არ არის.

"რუსეთის ხელმძღვანელობას არა ერთხელ უთქვამს, რომ "რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა". ამასთან დაკავშირებით, კიევის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ომის დროს - ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - თქვა ვასილჩუკმა.

დეპუტატის განმარტებით, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში ბაღებსა და სკოლებში ჯგუფები, რომლებშიც ბავშვები რუსულად სწავლობდნენ - სახელმწიფო ენაზე გადავლენ.


close დახურვა