logo
ENG



კიევში ადეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

10 თებ 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/10/hrtvzqiri8hi4dm.png

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური პროკურორის თანაშემწეზე ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებული 34 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ სხვა თავდამსხმელების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ფიზიკურად 4 პირი გაუსწირდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. 


close დახურვა