კიევში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის დრონით საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაშველებმა შენობიდან 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი, გადაარჩინეს. დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. მაშველებმა ერთ-ერთ დაზიანებულ ბინაში ორი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს.
7 ოქტომბერს რუსეთის დრონი კიევის 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მე-10 სართულის დონეზე შეეჯახა. დარტყმას ხანძარი და კონსტრუქციების ნაწილობრივი ჩამონგრევა მოჰყვა.
