logo
ENG



კიევში ქონება ჩამოართვეს ბეტონის კომპანიას, რომლის მფლობელიც პუტინის გარემოცვაა

08 ივნ 202212:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/ejg9kn1z6w8if05.jpg

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, კიევში იმ კომპანიას ჩამოართვეს ქონება, რომლის მფლობელებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაა.

საუბარია, ერთ-ერთ უდიდეს ბეტონის სტრუქტურების მწარმოებელზე, რომელიც პროდუქციას როგორც უკრაინაში ასევე საზღვარგარეთ აწარმოებს.

უშიშროების ცნობით, აღნიშნული კომპანიის მფლობელები რუსეთის პრეზიდენტის შიდა წრის წევრები არიან. უწყების ცნობით, ერთ-ერთი მფლობელი პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთის" სპონსორიცაა. გარდა ამისა, კომპანია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა (FSB) და რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალისთვის საცხოვრებელ შენობებს აშენებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, კომპანიის მოგების მიმღები რუსი ბიზნესმენები ე.წ ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დაფინანსებაში არიან ჩართული.

უკრაინის უწყების ცნობით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მომარაგების მიზნით კომპანიამ სავაჭრო ნიშნის რებრენდინგს მიმართა.

საერთო ჯამში სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას 2 მილიარდ გრივნაზე მეტი (7 მილიონი დოლარი) ჩამოერთვა. მათ შორის:

  • ავტორიზებული კაპიტალი - 437 მილიონი გრივნა,
  • უძრავი და მოძრავი ქონება - 1.5 მილიარდი გრივნა,
  • თანხა 9 საბანკო ანგარიშიდან -  ჯამში 104 მილიონი გრივნა.

ცნობით, გამოძიებით ჩამორთმეული 2 მილიარდამდე გრივნა უკრაინის კორუფციითა და სხვა დანაშაულებით მოპოვებული ქონების აღმოჩენისა და მენეჯმენტის სააგენტოს (ARMA) გადაეცა.

უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებების საფუძველი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსია.


close დახურვა