logo
ENG



კილაძე: სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან

18 დეკ 201914:09
3 წუთის საკითხავი
 
7q43w4yduesw656.jpg

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტის თავმჯდომარე სოფო კილაძესა და სახელმწიფო ინპექტორ ლონდა თოლორაის შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც კილაძემ მედიას განუცხადა, 15 წლის მოზარდის საქმეში სამართდამცველთა ბრალეულობის გარდა, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. 

"ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა ინფორმაციაც შეეძლო, მოგვაწოდა. მიმდინარეობს კიდევ საგამოძიებო ღონისძიებები და მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ საქმეში ჩართულ არასრულწლოვნებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად იკვეთება ასევე კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებზე. რაც მოვისმინე იქიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მივაქიოთ ყურადღება სკოლაში განვითარებულ მოვლენებსაც. ჩვენი გაუფრთხილებელი თითოეული სიტყვით შესაძლოა ამ მოზარდებს მეტი ზიანი მივაყენოთ", -აცხადებს კილაძე. 

რაც შეეხება საქმის გამომძიებლის სწორედ ლუკა სირაძის გარდაცვალების დღეს დაკავებას, კილაძემ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ლონდა თოლორაია თავად განმარტავს დეტალებს. სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით კი კილაძის თქმით, მუშავდება ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსი, რომელიც არსბეულ პრობლემებს სრულად მოაგვარებს. 

"სისტემურობას რაც შეეხება, ძალიან მინდა, რომ ჩემი სიტყვები სწორად აღიქვას საზოგადოებამ. ჩვენ დავიწყეთ ბავშვის კოდექსზე მუშაობა, რადგან სახელმწიფოს არ ჰქოდნა შესაბამისი მიდგომა. იყო ეს სისტემური თემა და გვჭირდება სისტემური მიდგომაც, ამიტომაც დავიწყეთ ამ კოდექსზე მუშაობა. როცა რაიმე პრობლემა წარმოიშვება ბავშვის ირგვლივ, აქ აუცილებელია მყისეული რეაგირება. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ბავშვის პრობლემა ვერ დაინახა ვერც სამართალდამცველებმა და ვერც სკოლამ, საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავს მდგომარეობაში არც ერთი ბავშვი არ ჩავარდეს",-აღნიშნა კილაძემ.


close დახურვა