logo

კინზინგერი უგულავაზე: სასამართლოს იარაღად გამოყენება, არაა დემოკრატია

clock 11 თებ 202000:02

კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. კინზინგერის თქმით, მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ უგულავას საქმე ამერიკელ პარტნიორებს უბრალოდ აწუხებთ.

„დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება, არაა დემოკრატია“, - წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა