logo
ENG



კინორეჟისორი რეზო ესაძე დღეს მახათას ახალ პანთეონში დაკრძალეს

21 აპრ 202015:14
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი რეზო ესაძე დღეს მახათას ახალ პანთეონში დაკრძალეს. რეჟისორი 18 აპრილს გარდაიცვალა. 

რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი იყო.

რეჟისორი 122 ფილმში მონაწილეობდა, გადაღებული აქვს 11 ფილმი.


close დახურვა