logo
ENG



კირთაძე ცესკო-ს: გასაჯაროვდეს მათი ვინაობა, ვინც უზრუნველყოფს ტექნოლოგიების გამართვას

21 ოქტ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/21/zms0lpd9gs2c3ga.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცესკო-ში დავით კირთაძე მოუწოდებს ადმინისტრაციას, გაასაჯაროოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ტექნოლოგიების გამართვას უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, ამ პირების შესახებ ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარდება. საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება მთვლელი აპარატები, ვერიფიკაციის აპარატები და პლანშეტები.

იმისათვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან, რომ კომისიამ გაასაჯაროოს იმ ჩართული მხარეების ვინაობა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ტექნოლოგიების პროგრამის გამართულ მუშაობაზე, სიების აპარატებში ჩატვირთვაზე და საარჩევნო უბნებზე ტექნიკის გამართულ მუშაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ ვიცოდეთ მათზე სხვადასხვა სახის ინფორმაციები.

აქვე მინდა მოვუწოდო ჩემი ქვეყნის ამომრჩეველს - რეგიონებიდან მოდის ინფორმაცია, რომ თითქოს ხელისუფლება ატყუებთ მათ, რომ ხდება ამომრჩევლის კონტროლი და მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს ტექნოლოგიები მათ ფარულობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ვერავინ ვერ გაიგებს იმის შესახებ, თუ რომელი პარტია აირჩიეს და ნუ გახდებიან სხვადასხვა ხელისუფლების თუ პარტიის მომხრე პირების მოტყუების მსხვერპლი. ამ არჩევნებზე ეს ტექნოლოგია მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ ფარულობას და ვერავინ ვერ გაიგებს ამა თუ იმ ამომრჩეველმა რომელ პარტიას დაუჭირა მხარი", - თქვა კირთაძემ.


close დახურვა