დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, სლავიანსკში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
"რუსები კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად უტევენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა თავმოყრილი. ეს არის სუფთა ტერორიზმი," - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკომ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაა.