logo
ENG



კირილენკო: ვოლნოვახა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ოკუპანტებმა გაანადგურეს ინფრასტრუქტურა

12 მარ 202218:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/p1beveukk2itzkj.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით ქალაქი ვოლნოვახაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს ინფრაქსტრუქტურა.

„ქალაქი ვოლნოვახა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევაკუირებულია.

შეტევები ხორციელდება როგორც თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის სამხედროების ასევე რუსეთის ფედერაციის სამხედრო არმიის მხრიდან. შეტაკებები გაცდა ტერიტორიას, რათა მტერი ადგილიდან განვდევნოთ და ხელი შევუშალოთ მათ ტაქტიკურ გეგმებს დონეცკში“ - განაცხადა დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციის უფროსმა პავლო კირილენკომ.


close დახურვა