logo
ENG



კირილენკო: რუსებმა დონეცკის ოლქში, სულ მცირე, 43 რელიგიური ძეგლი დააზიანეს ან გაანადგურეს

05 ივნ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/05/2immu43gp0397z9.jpg

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, რუსებმა რეგიონში რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის, სულ მცირე, 43 ძეგლი დააზიანეს ან გაანადგურეს. 

"პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით, რუსები ანგრეველ უკრაინის კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობას, მათ შორის იმ ობიექტებსაც, რომლებიც პირდაპირ მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება". - წერს კირილენკო. 

მისივე თქმით, გუშინ, 4 ივნისს, სვიატოგორსკის დაბომბვის შედეგად, დაიწვა სვიატოგორსკის ლავრის ყველა წმინდანის მონასტერი, მაგრამ ეს არ არის რუსების მიერ დანგრეული პირველი რელიგიური შენობა.

მხოლოდ სვიატოგორსკში, რომელიც აერთიანებს სამ არქიტექტურულ და კულტურულ ძეგლს, რუსებმა დააზიანეს ისტორიული და არქიტექტურული მუზეუმი, გაანადგურეს ტაძარი, ორი ერმიტაჟი და სვიატოგორსკის ლავრის ორი კელია, დაიღუპა ოთხი ბერი.

"მთლიანობაში, რუსებმა დონეცკის რეგიონში, სულ მცირე, 43 რელიგიური შენობა გაანადგურეს ან დააზიანეს. მათი დიდი უმეტესობა მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. 

ეს არის უკრაინული კულტურის ყველა გამოვლინების მიზანმიმართული განადგურება. რუსეთი უნდა შეჩერდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ევროპული ერების კულტურასაც საფრთხე დაემუქრება". - წერს პაველ კირილენკო. 


close დახურვა