logo
ENG



კლანთან აფილირებული მოსამართლის მოსმენა წინმსწრებად

12 სექ 202421:34
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ჩქარობენ ნიკოლოზ მარსაგიშვილის უვადო მოსამართლედ განწესებას უმაღლეს ინსტანციაში?  - კლანის წევრად მიჩნეულ ფიგურას ადგილი ერთი წლით ადრე გაუნაღდეს უზენაეს სასამართლოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა და მსგავსი მაგალითი  ვერც თავად მარსაგიშვილმა გაიხსენა. პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ივანიშვილის გუნდი, ოპონირების გარეშე, ერთპარტიულად მიიღებს.


close დახურვა