როგორია ვითარება რეგიონებში - კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტია. ქუთაისის ინექციურ საავადმყოფოს დღეს 2 ახალი გამოჯანმრთელებული დატოვებს. კლინიკაში სულ 14 გამოჯანმრთელებული ჰყავთ, მკურნალობას კი 23 პაციენტი განაგრძობს. 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან ბათუმის კლინიკა „მედალფაში". მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვთ და პროტოკოლით დადგენილი ანალიზები ჩაუტარდებათ, რის შემგდეგაც, შესაძლოა კლინიკა დატოვონ. ფოთის ცხელების ცენტრში კი 11 პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევის პასუხებს ელოდებიან. მათგან 7 მედ. პერსონალია.
როგორც ქუთაისის ინფექციურის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, კლინიკაში ამჟამად მძიმე პაციენტი არ იმყოფება.
„ამჟამად 23 პაციენტი გყვავს, 14 პაციენტი გაეწერა, 2 ემზადება გასაწერად, ყველას მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მძიმე პაციენტი არ გყვავს“, - განაცხადა ნადირაძემ.
კლინიკა „მედალფას“ რეგიონალური დირექტორი ლევან ანთაძე კი აცხადებს, რომ საავადმყოფოში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„37 პაციენტი წევს ჩვენთან დღეის მდგომარეობით. ერთის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე. გყვავს საშუალო სიმძიმის და უსიმპტომო პაციენტებიც. ველოდებით ანალიზების პასუხებს და შესაძლოა, ხვალ რამდენიმეს გაწერა მოხდეს“, - განაცხადა ანთაძემ.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, კი საავადმყოფოში 11 პაციენტი იმყოფება, აქედან 9 დატესტილია, ხოლო 2 მოგვიანებით შევიდა კლინიკაში და ისინი იტესტებიან.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.