კიევის ორი მესამე ელექტროენერგიის გარეშეა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
როგორც კლიჩკო ამბობს, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წყლის მომარაგების აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
კიევი წყლისა და ელექტრობის გარეშე 23 ნოემბერს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დაბომბვის შედეგად დარჩა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ დარტყმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა დასავლური იარაღის მიწოდებისა და "კიევის მოწოდებების საპასუხოდ რუსეთზე სამხედრო გამარჯვება მოიპოვონ".