logo
ENG



კლიჩკო: არ გამოვრიცხავ უარეს სცენარს, სრული ევაკუაცია არ იქნება - შესაძლოა, ნაწილობრივი

28 ნოე 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/3nc2mplo0tp1qth.jpg

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული ძალების მხრიდან უარეს სცენარს არ გამორიცხავს და შესაძლოა, ქალაქში ნაწილობრივი ევაკუაცია გამოცხადდეს.

"არ გამოვრიცხავ უარეს სცენარს. სრული ევაკუაცია არ იქნება - შესაძლოა, ნაწილობრივი, მაგრამ ამას ევაკუაცია არ შეიძლება ეწოდოს. ეს არის გარკვეული კატეგორიის ადამიანების დროებითი გადაყვანა გარეუბნებში.

კიევის თითოეულ მოქალაქეს ვთხოვ, გაითვალისწინოს სხვადასხვა სცენარი და მოემზადოს. უკრაინელი სამხედროების თქმით, მტერი გეგმავს განაგრძოს მზაკვრული თავდასხმები ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე, რათა დააშინოს უკრაინელები სიბნელით და სიცივით", - თქვა კიევის მერმა.

23 ნოემბერს, მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. რუსულმა ძალებმა დაახლოებით 70 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს უკრაინის რეგიონებში, აქედან 51 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.


close დახურვა