logo
ENG



კლიჩკო: კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ

20 აპრ 202309:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/20/9ml1et38kcd5rg5.jpg

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქი კვლავ რუსეთის სამიზნედ რჩება.

როგორც კლიჩკომ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, "შემუშავებულია უფრო დეტალური პროგრამა იმისთვის, რომ კიევი აგრესორისგან დაიცვან".

"კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ. კიევი - გულია. კიევი - დედაქალაქია. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავთვალოთ წინასწარი სცენარები, ყველაზე ცუდი სცენარებიც კი, იმისთვის, რომ თუ ვინმეს მოუნდება კიევს თავს დაესხას, მას ცხვირ-პირში მოვდოთ - სხვა ენით ვერც ვიტყვი.

ახლა ქალაქი დაცულია იმაზე ბევრად კარგად, ვიდრე 1 თვის წინ, ნახევარი წლის წინ და მითუმეტეს 1 წლის წინ იყო. არსებობს კონტროლის სისტემა, ბლოკპოსტების სისტემაც, თანამედროვე შეიარაღება და გვყავს შეიარაღებული ძალები, რომელიც იმაზე უფრო ძლიერია ვიდრე 1 წლის წინ იყო", - თქვა კლიჩკომ.


close დახურვა