logo
ENG



კლოუნებს არაფერს ვერჩით, მათ ვერჩით, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა - გიგა ბოკერია

03 აგვ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 
კლოუნებს არაფერს ვერჩით, მათ ვერჩით, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი ეროვნული ამოცანა ბიძინა ივანიშვილისა და მისი "კლოუნების" ჩამოცილებაა. დღეს, 3 აგვისტოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბოკერიამ აღნიშნა ისიც, რომ ერჩიან არა კლოუნებს, არამედ მათ, ვინც "ხალხის ხარჯზე ერთობა". 

"მეც და ჩემი მეგობრების ნაწილი [ბიძინა] ივანიშვილსა და მის გარემოცვას კლოუნებს ვეძახით ხოლმე. ერთი-ორჯერ მითხრეს, ნუ გვეძახით, გვწყინსო. დავფიქრდი და მართლა უხერხულად ვიგრძენი თავი ჩვეულებრივი კლოუნებისა და ჯამბაზების მიმართ. მაგ ხალხს არაფერს ვერჩით, წესიერი ხალხია, ჩვენს ბავშვებს ართობენ. ჩვენ ვერჩით მათ, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში; ვერჩით მათ; ვინც მზადაა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის გარე მტერს, საბჭოთა ბოროტების მემკვიდრეს, პუტინის რუსეთს შეეკრას; ჩვენ ვერჩით მათ, ვინც მზადაა, ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს. ჩვენ ვერჩით მათ, ვინც მოვიდა ლოზუნგით, რომ ჩვენი მშობლები უნდა იყვნენ და ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ჩვენ ვერჩით მათ, ვინც კრიმინალს შეეკრა ძალაუფლების შესანარჩუნებლად; ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. [...] ჩვენ შევკრავთ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამორიცხავს ვინმეს თავში ავარდნას. ვინმესთვის დავიწყებას, რომ ყველანი ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მანვე დღევანდელ წარდგენაზე განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება:

"საქართველოს ეს ნაწილი არის ყველაზე ევროპული. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ ბედნიერებას".

დანარჩენ ოლქებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატებს გაეცანით აქ.


close დახურვა