logo
ENG



კოალიცია: ფორმულას ჯგუფზე თავდასხმა მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგია

17 მარ 202223:07
3 წუთის საკითხავი
 
კოალიცია: ფორმულას ჯგუფზე თავდასხმა მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგია

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. როგორც მათი განცხადებიდან ვკითხულობთ, კოალიცია მიიჩნევს, რომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

დღეს, 17 მარტს, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.


close დახურვა