logo
ENG



კოალიცია ცვლილებისთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

27 ოქტ 202418:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/27/e5kojcwiaguge42.jpg

კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ოცეული საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ კოალიციის სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"კოალიცია ცვლილებისთვის ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები - არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს.

მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - თქვა მან. 

კოალიციის პირველი ოცეულია: 

1. ნანა მალაშხია

2. ნიკა მელია

3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4. გიგა ლემონჯავა

5. თენგიზ თევზაძე

6. ცოტნე კობერიძე

7. გიორგი კირთაძე

8. ივანე ჭყონია

9. ხათუნა სამნიძე

10. ოქტაი ქაზუმოვი

11. მაია კოპალეიშვილი

12. ბორისი ყურუა

13. ანა გოგოლაძე

14. გიორგი ბუტიკაშვილი

15. გიორგი იმედაშვილი

16. ელენე ხოშტარია

17. სოფია გოლეთიანი

18. მარიკა არევაძე

19. ანი ქავთარაძე

20. თორნიკე ბიკაშვილი

ბრიფინგზე ისაუბრა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამაც და თქვა, რომ ჩატარებული არჩევნებით ხალხის ნება აბსოლუტურად იგნორირებულია და საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია.

"საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად იგნორირებული. საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს არის ხალხის დამოკიდებულება და ლეგიტიმაცია ისაზღვრება სწორედ ამით. საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ და მერე ვილაპარაკოთ, არის აბსოლუტურად არაზუსტი. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის საკითხი განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით. თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას და ამგვარია ხალხის დამოკიდებულება, ლეგიტიმაციის წყდება სწორედ ასე.

საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია. ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს ოპოზიციური პარტიიდან, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვერცერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა როგორც დამკვირვებელი ამ პროცესში, რადგანაც შეუძლებელია ჩვენი მხრიდან ტექნოლოგიური პროცესის გაკონტროლება. მოკლედ ვიტყვი, რომ ამ მანქანების აუდიტი ჩაატარა ხელისუფლებამ, ოპოზიცია არ იყო დაშვებული ამ აუდიტზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა ეს აუდიტი და რა დაადგინა. არცერთი ყველასთვის სანდო საერთაშორისო ტექნიკური აუდიტის მიერ, ამგვარი დასკვნა, რამდენად შეიძლება იყოს გაყალბებული არჩევნები ამ მანქანების მეშვეობით და რა რისკებს ატარებს - საქართველოში არ ჩატარებულა", - თქვა ნიკა გვარამიამ. 


close დახურვა